ფედერერი „როლან გაროსის“ მეოთხე წრეში გადავიდა

ცნობილმა შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა, კასპერ რუუდთან, საფრანგეთის ჩოგბურთის ღია ჩემპიონატის მესამე წრეში გამარჯვება მოიპოვა.

37 წლის სპორტსმენისთვის, „დიდი შლემის“ სერიის ტურნირებში, ეს მე-400 თამაშია. ის პირველია, ვინც მსგავს შედეგს მიაღწია. ასევე ის, 1/8 ფინალის ჩემპიონატში მონაწილეთა შორის, ბოლო 47 წლის განმავლობაში, ყველაზე ასაკოვანი ჩოგბურთელია.

„როლან გაროსის“ შემდეგ რაუნდში, ფედერერი, მატჩის გამარჯვებულს – ფრანგ ნიკოლა მაიუს ან არგენტინელ ლეონარდო მაიერის შეხვდება.