ქართველი არასოდეს დაჰყვება გათხოვილი „კაცების“ და ლესბოსელი „ქალების“ მოთხოვნებს! – მამა დავითი (ისაკაძე):

10 წელიწადზე მეტია, საქართველოში მამათმავლური აღლუმების ჩატარებას გაშმაგებით ცდილობენ. მღვდელმსახურთა ერთმა ჯგუფმა თხოვნით მივმართეთ უწმინდესს, ამ უზნეობის საპირწონედ და სამხილებლად რაიმე გვეღონა. უწმიდესმა მიიღო  გადაწყვეტილება და 17 მაისი „ოჯახური სიწმიდის დაცვის დღედ“ გამოაცხადა. წელს, 17 მაისს, საქართველომ სოდომისტურ მოძრაობას მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მხილების მძლავრი მახვილი ჩასცა!“ – ამ სიტყვებით დაიწყო ჩვენთან საუბარი სოფელ დიღმის წმიდა მარინეს სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა დავით ისაკაძემ:

–  სოდომია – უკიდურესად მძიმე, არამხოლოდ პიროვნული ცოდვაა… თუ ეს ტენდენცია ერში მასობრივად დამკვიდრდება, იმ ერს არამხოლოდ დროთა განმავლობაში გადაშენების გადაშენების გარდუვალი საფრთხე, არამედ, ღვთისგან მძიმე და დაუნდობელი იმგვარი სასჯელი ემუქრება, როგორიც სოდომსა და გომორში აღსრულდა. საქართველოში ყოველთვის იყო მძაფრი წინააღმდეგობა მამათმავლური აღლუმის გამართვასთან დაკავშირებით, მაგრამ თბილისის ქუჩებში გამოსული ამდენი ხალხი მე აქამდე არცერთ ღონისძიებაზე არ მინახავს! წლევანდელ 17 მაისს ხალხის ამ რაოდენობით თავშეყრამ ნათლად წარმოაჩინა, რომ არა მხოლოდ ოჯახის სიწმიდის დღესასწაულის აღსანიშნად შეიკრიბა საზოგადოება, არამედ ეს შეკრება გახლდათ პასუხი იმ უზნეობასა და თავხედობაზე, რაც რამდენიმე კვირის წინ რუსთაველზე „თბილისი პრაიდის“ მიერ აქციის ჩატარების მცდელობით გამოიხატა. უკვე აშკარა გახდა, საიდან იმართებოდა ეს პროცესი, ამიტომ მღვდელმსახურთა ერთმა ჯგუფმა სასწრაფოდ, ამერიკის საელჩოსთან შეკრება დავაანონსეთ, პარაკლისი გადავიხადეთ და შეერთებული შტატების საელჩოს წინდგომით, აქციის ნამდვილი ორგანიზატორები, გარე ძალები ვამხილეთ!

 – ამას რაიმე შედეგი მოყვა?

– დამკვეთები მიხვდნენ, რომ გაიშიფრნენ და „თბილისი პრაიდი“ მაშინვე ჩამოაშორეს აქციებს. ამას გარდა, აშკარა გახდა, რომ უცხოელი აგენტების გამჭვირვალობის კანონი აქციების დასაწყებად მიზეზი კი არა, საბაბი იყო. ეს კანონი რომ არა, აქციები მაინც დაიწყებოდა, მაგრამ სხვა საბაბით, რადგან აქციების მთავარი მიზანი გახლავთ უცხოეთიდან დაგეგმილი და მართული სახელმწიფო გადატრიალება, რადგან საქართველოს ხელისუფლება ბოლო პერიოდში რეალურად დგება კონსერვატიულ პოზიციებზე; არა მხოლოდ ეს ყბადაღებული კანონი მიიღეს, არამედ, ლგბტ პროპაგანდის, ასევე შეერთებული შტატების და ევროკავშირის მხრიდან გაცემული ანტიქართული მითითებების წინააღმდეგ გაილაშქრა. ამით აღაშფოთეს ის გარე ძალები, რომლებიც რწმენას, ტრადიციულ ფასეულობებს და სამშობლოს სიყვარულსაც ეწინააღმდეგებიან! დიახ, შემთხვევითი არ არის, რომ ამ გარე ძალებმა აიძულეს ყმაწვილები, ჩვენი ეროვნული იდენტობის განუყოფელი ქვაკუთხედი, „ენა, მამული სარწმუნოების“ ტრიადა გადაესინჯათ, იქიდან „სარწმუნოება“ ამოეღოთ და სხვა სიტყვით ჩაენაცვლებინათ! აქციების უკან მდგომმა, დასავლურმა აგრესიულმა ძალებმა კარგად იციან სარწმუნოების რეალური გავლენა ქართველ საზოგადოებაზე, შიშობენ, რომ სარწმუნოების გავლენით, მათ მიერ დაფინანსებული აქციები დაეშლებათ; ამიტომ ცდილობენ აქციის მონაწილეების გამიჯვნას ეკლესიისგან და  სარწმუნოებისგან! კანონს „რუსული“ უწოდეს და ამგვარად მოიზიდეს წლების განმავლობაში დაფინანსებული პროპაგანდით აღზრდილი თაობა. რუსეთი მართლაც ოკუპანტია და ოკუპაციის შედეგები დასაძლევი გვაქვს, თუმცა ეს პროპაგანდა ცალსახად ტენდენციურია, რადგან არ ეხება სხვა ოკუპანტებს; ამასთან, ამ პროპაგანდით აღზრდილი თაობა მზად არის საქართველოს სუვერენიტეტსაც შეელიოს!

 – რანაირად? აკი აცხადებენ, რომ თავისუფალი საქართველოსთვის იბრძვიან?

– მაგრამ აქციის მონაწილეთაგან არავის გაუპროტესტებია ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის აღიარების ტოლფასი განცხადება: „არ ვარ დარწმუნებული, რომ ერთმანეთის გვესმის, როდესაც ვსაუბრობთ, რას იწვევს ევროკავშირის წევრობა, ფაქტობრივად, შენ თმობ სუვერენიტეტის ნაწილს, ორივე ერთად ვერ გექნება!“ დიახ, ლიტვამ ევროკავშირში გაწევრებით, მართლაც დათმო, ნაწილი კი არა, ფაქტობრივად, მთელი სუვერენიტეტი! ევროკავშირი ის სტრუქტურაა, რომელიც გაიძულებს, მთელი კანონმდებლობა მის ყაიდაზე დააწყო. საქართველოს ხელისუფლებამ ამ იძულებასთან მიმართებაში დაიკავა აბსოლუტურად სწორი პოზიცია, როდესაც ევროკავშირს უთხრა – ჩვენ გვინდა ევროპაში, მაგრამ ჩვენი ფასეულობების გათვალისწინებით! სწორედ ამ პოზიციის გამო დაგეგმა დასავლეთმა საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების გზით ურჩი ხელისუფლების მოცილება! 17 მაისს გული სიხარულით მევსებოდა, როდესაც ვხედავდი, როგორ მიაბიჯებდა ეპისკოპოსების და მღვდელმსახურების გვერდით ჩვენი სახელმწიფოს მეთაური, რომელიც დედა-სარწმუნოებას, სამშობლოს ტრადიციებს და სუვერენიტეტს დიდი წნეხის მიუხედავად, არ შეელია! მათ უკან კი, მთელი საქართველო მოდიოდა. ეს მართლაც მილიონიანი მარში იყო, რადგან არა მხოლოდ თბილისში, საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში მოქალაქეთა უმრავლესობამ ანალოგიური ნება გამოხატა და ამგვარად პასუხი გასცა ყველა იმ უზნეობას, რასაც დასავლეთის აგრესიული წრეები წლების განმავლობაში თავს გვახვევენ და ამ ძალადობასაც „ქართველი ხალხის ნებად“ წარმოაჩენენ! უკვე ისე გათავხედდნენ, რომ პირდაპირ მოგვიწოდებენ, სარწმუნოებას გაემიჯნეთო!

 – რას გულისხმობთ?

– ქართველი ხალხი არასოდეს დაჰყვება საქართველოში ბოლო დღეებში ჩამოსული გათხოვილი „კაცების“ და ლესბოსელი „ქალების“ თავხედურ და სამარცხვინო მოთხოვნებს. აი, ერთ-ერთმა გათხოვილმა კაცმა, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთმა უტიფრად განაცხადა, რომ თითქოს ქართველი ახალგაზრდობა ეკლესიასთან გამიჯნულია და ეკლესია მხოლოდ ახალგაზრდობასთან დაპირისპირებული ხელისუფლების საყრდენია! ქართველმა ხალხმა ამ განცხადებას რეფერენდუმის ტოლფასი, 17 მაისის სახალხო მსვლელობით უპასუხა, რომლის მონაწილეთა დიდ ნაწილს სწორედ ახალგაზრდობა შეადგენდა! გათხოვილი კაცის ამ განცხადებამ საწინააღმდეგო შედეგი გამოიღო: დააფიქრა დასავლეთიდან პროვოცირებულ აქციებში მონაწილე ახალგაზრდების მნიშვნელოვანი ნაწილი და მათ უკვე შეწყვიტეს აქციებზე აქტიურობა. მიხვდნენ, რომ დასავლეთი მათი საშუალებით აპირებს რევოლუციის მოწყობას და ამის შემდეგ, საქართველოს რუსეთთან ომში ჩათრევას. სწორედ ამ შედეგზეა გათვლილი მოვლენები, რაც საქართველოს მოუტანს ერის აბსოლუტურ გენოციდს. ორგანიზატორები გაიქცევიან, როგორც 2008 წლის აგვისტოში გააკეთეს და მოწინააღმდეგეს იმ ახალგაზრდებს შეაწყვეტენ, რომლებიც დღეს აქციებზე აქტიურობენ! იმ საზარელ დღეებში სხვა მღვდელმსახურებთან ერთად მეც ვმონაწილეობდი ბრძოლის ველიდან პირტიტველა მეომრების გადმოსვენებაში, ხშირად, საკაცეზე ხელის მომკიდებელი მეწყვილე არ გვყავდა. ამ დროს კი, ომის წამომწყები სააკაშვილის ხროვის წევრები ერთმანეთს წითელ ხიდზე გადასვლას ასწრებდნენ!

 – ევროვიზიაზეც მინდა გკითხოთ. ჭინკების, ალქაჯების და ჩონჩხების გამოსახულებებით მოხატული მონაწილეები… კონკურსი, რომელშიც ტრადიციად დამკვიდრდა მამათმავლების გამარჯვება… მუსიკაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, რას გვეტყვით მის ვიზუალურ მხარეზე?

– ევროვიზია აღარ არის მხოლოდ მუსიკალური ფესტივალი. პოლიტიკური ელფერი შეიძინა და თანამედროვე ევროპის სახედ გადაიქცა. ევროპის დაისი მაშინ დაიწყო, როდესაც ღმერთი დაკარგეს, როცა ჭეშმარიტ სარწმუნოებას ზურგი აქციეს, როდესაც პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის საკურთხეველში მეძავი ქალი საკურთხეველში შეიყვანეს და ღმერთი უწოდეს – ვგულისხმობ პარიზის ცნობილ რევოლუციას… ხოლო რაც ამჟამად ხდება, უკვე აპოგეაა, რადგან ღმერთის გაგონება არ სურთ და ამის შედეგია მამათმავლობის აღზევება. უცხოეთის პრესა იუწყება, რომ გაბრიელ ატალი პირველი ღიად ჰომოსექსუალი პოლიტიკოსია, რომელიც საფრანგეთის პრემიერმინისტრი გახდა. 2023 წლამდე მისი პარტნიორი ყოფილა სტეფან სეჟურნე, რომელიც ამჟამად საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრია. ორთავე მამათმავალი პრეზიდენტ მაკრონის ფავორიტია, რომელსაც გერონტოფილიისკენ აქვს მიდრეკილება – ცოლად ბებიის ასაკის ქალი ჰყავს… ასეთი ტენდენცია მკვიდრდება ევროპაში, რაც ქართველი ხალხისთვის მიუღებელია! ღმერთისთვის ზურგის შექცევის და ეშმაკეული ძალებისკენ ლტოლვის ზუსტი მაგალითია ევროვიზიის ვიზუალური სახეც. ქართველი ერის სახე კი, ის გახლავთ, რაც 17 მაისს აჩვენა!

 – უწერია ჩვენს ქვეყანას გადარჩენა? დარჩება ანტიქრისტესთან ბრძოლის ავანგარდში?

– საქართველოს ხელისუფლება დღეს ღვთისათვის სათნო და ერისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს. საქართველოს პრემიერმა და მასთან ერთად, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმაც ამ დღეებში გააკეთეს განცხადებები, გამოხატეს მზადყოფნა, რომ მტკიცედ იდგებიან ეროვნული ღირებულებების და მართლმადიდებელი სარწმუნოების დასაცავად. ეკლესია და მრევლი ყოველთვის გვერდით დაუდგება ასეთ ხელისუფლებას. ვისურვებდით ახლო მომავალში უპირველესად, განათლების სისტემის რეფორმა მოხდეს, რის შედეგადაც, ახალი თაობა სკოლებში და უმაღლეს სასწავლებლებში ნამდვილ ეროვნულ და ზნეობრივ ფასეულობებზე აღიზრდება, სასწავლო დაწესებულებები გაიწმინდება უზნეო პერსონალისგან. ამ გზით ჩვენი მრავალჭირნახული ერი თავისი განვითარების სწორ კალაპოტს დაუბრუნდება და ჭეშმარიტი ღირებულებების გარშემო გამთლიანდება!

ესაუბრა ზაზა დავითაია

წყარო: “ასავალ-დასავალი”