“ქრისტე აღსდგა მეგობრებო, საჭირო იყო ეს განსაცდელი,”- ნანა კოსტავა განცხადებას აკეთებს

ქუთაისის საკრებულოს წევრი ნანა კოსტავა სოციალურ ქსელში მის ირგვლივ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს აფასებს.

“ქრისტე აღსდგა მეგობრებო, საჭირო იყო ეს განსაცდელი , ნამდვილი მეგობრების აღმოსაჩენად, ბევრ რამეზე დავფიქრდი, ბევრ რამეს მივხვდი, ბევრი რამე გავაანალიზე,”- წერს ნანა კოსტავა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ნანა კოსტავამ სოციალურ ქსელში,რამდენიმე დღის წინ, ლაგოდეხში ექსკურსიის დროს უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი გოგონას დის მიმართ, სიძულვილის ენა გამოიყენა. რამაც საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია.