ქუთაისის აეროპორტს 12 ახალი ავიამიმართულება დაემატა

ქუთაისის აეროპორტიდან უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია WizzAir 12 ახალი ავიამიმართულებით იფრენს. ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ფრენები შემდეგი მიმართულებებით დაემატა: ფრანკფურტი, ჰამბურგი, ბადენ-ბადენი, პოზნანი, ვენეცია, ნეაპოლი, ნიცა, პიზა, სტოკჰოლმი, ნიურნბერგი, ჰერაკლიონი, ტურკუ.

მათივე ინფორმაციით, ქუთაისის აეროპორტიდან შვიდი ახალი ავიამიმართულებით პირდაპირი ფრენები წლის ბოლომდე დაიწყება, დანარჩენი მიმართულებებით რეისები კი 2020 წლის ზაფხულიდან შესრულდება.