ღვინის კომპანია კახური ტრადიციული მეღვინეობის ქარხანამ რუსეთის დროშა მოხსნა

ღვინის კომპანია კახური ტრადიციული მეღვინეობის ქარხანამ რუსეთის დროშა მოხსნა.
“ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული ნეგატიური მოვლენების გათვალისწინებით” ქარხნის ტერიტორიიდან დროშა ჩამოხსნეს. კომპანიაში განმარტავენ, რომ წლების განმავლობაში, ღვინის გადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე აღმართულია ყველა იმ ქვეყნის დროშა, რომელთანაც კომპანიას საქმიანი ურთიერთობები გააჩნია.
“რუსეთის საექსპორტო ბაზრებზე, სხვა უამრავი კომპანიის თუ ბიზნესის მსგავსად, კახური ტრადიციული მეღვინეობაც ინარჩუნებს მხოლოდ საქმიან პოზიციებს”, — აღნიშნავენ კომპანიაში.