ყაზახეთში მასშტაბური დაკავებები მიმდინარეობს

ყაზახეთში თითქმის უკვე ერთი თვეა, მასშტაბური დაკავებები მიმდინარეობს. გარდა ამისა, შეზღუდულია ინტერნეტთან და სოციალურ ქსელებთან წვდომაც.

დაკავებები ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების მოწინააღმდეგეთა აქციებს უკავშირდება.

არჩევნები, სავარაუდოდ, 9 ივნისს უნდა გაიმართოს.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„ეს სოციალური ქსელების უპრეცედენტო ბლოკირებაა. ადრე სოციალურ ქსელებს რამდენიმე საათით ბლოკავდნენ, 9 მაისს კი, მთელი დღე ინტერნეტი მიუწვდომელი იყო“_ აცხადებს რუსულ მედიასთან საუბრისას ყაზახი პოლიტოლოგი რასულ ჟუმალი. დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა ამ დროისათვის უცნობია.