„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტებმა აბონენტების განმეორებითი შემოწმება დაიწყეს

კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტებმა აბონენტების განმეორებითი შემოწმება დაიწყეს, რომლებსაც კუსტარულად დამონტაჟებული, აკრძალული ღიაკამერიანი წყალგამაცხელებლები ერთხელ უკვე ჩაუჭრეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს.
„აღმოჩნდა, რომ მათ დიდ ნაწილს, ქსელიდან გათიშვის შემდეგ, კვლავ თვითნებურად ჰქონდათ მიერთებული გაზის ღიაკამერიანი, აკრძალული დანადგარები, რითაც საფრთხეს უქმნიან როგორც საკუთარი ოჯახის წევრებს, ისე მეზობლებს, ასევე, არ ითვალისწინებენ კომპანიის სპეციალისტების რეკომენდაციებს და კვლავ კუსტარულად აერთებენ ღიაკამერიან წყლის დანადგარებს, რომლის საცხოვრებელ ფართში მოხმარება კატეგორიულად აკრძალულია. ღიაკამერიანი წყლის გამაცხელებელი და გაზის გამათბობელი იწვევს CO-ს (ცეო) გამოყოფას და უნებლიე სიკვდილს.
ყოველი თვის ბოლოს, კომპანია “ყაზტრანსგაზ-თბილისი” თვის სტატისტიკას ავრცელებს, დედაქალაქის უბნების მიხედვით. მაგალითად, ბოლო, აპრილის თვის სტატისტიკით, ყველაზე მეტი უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტი სამგორის, ჩუღურეთისა და სანზონის რაიონებში დაფიქსირდა.