ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე, საექსპერტო დაწესებულების დირექტორი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე, მხილებული იქნა კერძო საექსპერტო დაწესებულების დირექტორი და ფინანსური მენეჯერი.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, არაკანონიერი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ფულადი თანხის სანაცვლოდ, შესაბამისი ლაბორატორიული კვლევის გარეშე, დაამზადეს და გასცეს ბეტონის გამოცდის ყალბი ოქმები, რომლებშიც დააფიქსირეს ბეტონის მარკიანობის გაზრდილი ყალბი მაჩვენებლები ბეტონის სიმტკიცესთან დაკავშირებით“,- აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
მათივე ცნობით, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.