ყველაზე ანომალური და იდუმალი ადგილი დედამიწაზე

სამყარო სავსეა იდუმალი ადგილებით.

განვიხილოთ 10 ყველაზე იდუმალი და ანომალური ადგილი დედამიწაზე:

  1. გველების კუნძული –

ეს კუნძული ატლანტიკის ოკეანეში, ბრაზილიასთან ახლოს მდებარეობს. კუნძული შხამიანი გველების დიდი რაოდენობით გახდა ცნობილი.

ადგილობრივი ხელისუფლება მადას ნაკრძალის მონახულებას კრძალავს, რადგან ის პლანეტის ყველაზე საშიში ადგილების სიაშია შეტანილი.

კუნძულის 1კვ.მ-ზე 5 სიცოცხლისთვის საშიში გველი ბინადრობს.

  1. ჰილერის ტბა –

ავსტრალიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. ეს ყველაზე იდუმალი ვარდისფერი ტბაა მსოფლიოში. ამ დროისთვის მისი შეფერილობის მიზეზები ჯერაც არ არის ამოხსნილი.

მისი სიგრძე 250 მეტრია, ხოლო სიგანე – 60 მეტრი. ტბაში ბანაობა შეიძლება, ის საშიშროებას არ წარმოადგენს. მასში მარილების რაოდენობა ოკეანეში არსებულ მარილებს ბევრად აღემატება.

ერთ-ერთი ვერსიით, ტბის ვარდისფერი შეფერილობა გალა ბაქტერიების და მისი მსგავსი მიკროორგანიზმების დამსახურებაა.

  1. აღდგომის კუნძული –

ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი და ამავდროულად ულამაზესი ადგილი დედამიწაზე. ყველაზე უცნაური კუნძულზე ქანდაკებებია სახელწოდებით – მაია. მათი რაოდენობა კუნძულზე 800 ერთეულს შეადგენს.

მეცნიერებისთვის დღემდე უცნობია, თუ საიდან გაჩნდნენ ეს ქანდაკებები მანდ და რას აღნიშნავენ ისინი?

  1. ოკო საჰარა –

გეოლოგიური წარმონაქმნია, რომელიც აფრიკაში მავრიტანიაში აღმოაჩინეს. მისი დიამეტრი 50 კილომეტრს შეადგენს.

მეცნიერების ვარაუდით წარმონაქმნის მიზეზი გიგანტური მეტეორის ჩამოვარდნაა. მეორე ვერსია ვულკანის ეროზიაა. თუმცა მათ მისი რეალური წარმომავლობა დღემდე არ იციან.

  1. პარიზული კატაკომბები –

იქ დაახლოებით 6 მილიონი ადამიანის ნეშთებია ჩამარხული. 11 ათასი კვ. მეტრი ტერიტორიიდან, ტურისტებისთვის დაახლოებით 2 კილომეტრი სიგრძის მიწისქვეშა გზებია ხელმისაწვდომი.

კატაკომბებში ცნობილი მწერლები – შარლ პერო და  ფრანსუა რაბლე არიან დამარხულები.

6. სტოუნჰენჯი –

ეს იდუმალი მეგალითური ნაგებობა ინგლისში მდებარეობს. ის იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შესული. ის 85 გიგანტური ქვისგან შედგება. ზოგი მათგანი 40 ტონაზე მეტს იწონის.

მეცნიერების ვარაუდით, ნაგებობის ისტორია ჩვ. წ. აღრიცხვამდე 3000 წელს უკავშირდება.

მისი ჭეშმარიტი დანიშნულება და აშენების ხერხები დღემდე უცნობი რჩება.

  1. საკოტრას კუნძული –

კუნძული იემენთან ახლოს მდებარეობს, მასზე დაახლოებით 700 უნიკალური ცხოველი ბინადრობს. იქვე, საკმაოდ უცნაური მცენარეები იზრდებიან, რომლებიც დედამიწაზე სხვაგან არსად გვხვდებიან.

საკოტრაზე იზრდება „უდაბნოს ვარდი“, რომელსაც მიწა არ სჭირდება, თუმცა,  3,5 მეტრ სიმაღლეს აღწევს.

  1. ეშმაკის კოშკი –

დედამიწაზე ერთ-ერთ იდუმალ ადგილად ითვლება. ის აშშ-ში მდებარეობს. კოშკი 65 მილიონი წლის წინ შეიქმნა და 265 მეტრ სიმაღლეს აღწევს.

ვარაუდობენ, რომ მისი წარმოქმნა ვულკანურ აქტივობას უკავშირდება.

  1. მრუდე ტყე –

პოლონეთის დასავლეთში მდებარეობს. ტყეში დაახლოებით 400 ხე იზრდება; ის უცნაური ხეების ფორმებით გახდა. ფუძიდან 90 გრადუსით ჩრდილოეთ მხარეს დახრილი ხეები 15 მტრ სიმაღლეს აღწევენ. ტყე დაახლოებით 80 წლისაა.

  1. კაილასის მთა –

დასავლეთ ტიბეტში მდებარეობს. მისი უცნაურობა პირამიდასთან მსგავსებით არის განპირობებული. ის ეგვიპტის პირამიდებთან ერთ ხაზზეა განლაგებული.

ინდუისტები თვლიან, რომ ამ მთის კენწეროზე ღმერთი შივა იმყოფება. ამის გამო, რელიგიური პოსტულატების თანახმად მასზე ასვლა აკრძალულია. მთის წვერზე არცერთი ადამიანი არ ყოფილა. ასვლის დროს მათ რაღაც ემართებოდათ და  კვდებოდნენ, ან ჭკუიდან იშლებოდნენ და ვერ იხსენებდნენ რა უნდოდათ, ან როგორ აღმოჩნდნენ იქ.

იხილეთ ვიდეო: