ყველაზე უცნაური აეროპორტები დედამიწაზე

ატრაქციონები, აუზები, კინოთეატრები, მუზეუმები, ეგზოტიკური ბაღები – რითი
დაკავდებოდით თქვენი რეისის მოლოდინში?

სინგაპურის აეროპორტი – ჩანგი

აეროპორტი ჩანგი, ტერიტორიით მხოლოდ 13 კვ. კილომეტრი, არის ერთადერთი
სინგაპურში, რომელსაც მრავალჯერ აქვს მიღებული – მსოფლიოს საუკეთესო
აეროპორტის წოდება. სინგაპურის ავიასადგურის ახალი ღირშესანიშნაობა (17.04.2019) –
შიდა ჩანჩქერია „Rain Vortex“, მისი სიმაღლე 40 მეტრს შეადგენს. ღამის საათებში კი აქ
მუსიკალური და სინათლის შოუები ტარდება. ჩანჩქერის გარშემო, უზარმაზარი მწვანე ველია “Forest Valley”, სადაც ათასობით ხე, ბუჩქნარი და ყვავილი იზრდება.

კომპლექსს საერთო ჯამში 10 სართული უკავია, აქედან ხუთი – მიწისქვეშაა. ყველაზე
მაღალ სართულზე, გაშლილია პარკი “Canomy”, ქვეითად სასიარულო ბილიკებითა და
ატრაქციონებით.
ეს აეროპორტი, შეიძლება სინგაპურის ერთ-ერთ მთავარ ღირშესანიშნაობად ჩაითვალოს.
აქ მოგზაურთათვის, მრავალფეროვანი გასართობი საშუალებაა წარმოდგენილი:
მუზეუმები, კინოთეატრები, სპა-ცენტრები, დიდი რაოდენობით მაღაზიები და
რესტორნები, ასევე შესაძლებელია კაკტუსების, შროშანისა და პეპლების ბაღებში
გასეირნება. მგზავრებისთვის, რომლებიც გადასხდომას ექვს საათზე მეტ ხანს
ელოდებიან, გათვალისწინებულია ქალაქში უფასო ექსკურსიები.

 

ჩინეთის აეროპორტი – შენჩჟენ ბაოან

შენჩჟენ ბაოან – არის ერთ-ერთი, არც თუ ისე მრავალ აეროპორტს შორის, სადაც ბორანის
მეშვეობით შეიძლება მოხვედრა. ის ჰონგ-კონგის საერთაშორისო აეროპორტიდან
მოძრაობს და ტრანზიტულ მგზავრებს, ერთი აეროპორტიდან მეორეში, სასაზღვრო და
საბაჟო შემოწმების გარეშე გადასვლის საშუალებას აძლევს.
ეს პროექტი, ავტორებმა – მასიმილიანო და დორიანა ფუკსასებმა (რომლებმაც 2012 წელს
თბილისში, იუსტიციის სახლი დააპროექტეს), ჩინეთის ზღვის სანაპიროების ბინადარი,
უზარმაზარი სკაროსის ფორმებით მოხიბლულებმა შექმნეს.

 

 

ახალი ზელანდიის აეროპორტი

ახალი ზელანდიის აეროპორტის, ვილინგტონის საერთშორისო ტერმინალის შენობის
დიზაინი – Studio Pacific Architecture и Warren & Mahoney ფირმების მიერ იქნა
შემუშავებული, რომლებმაც ტრადიციულობას განზრახ გადაუხვიეს. პროექტმა,
სახელწოდებით – « The Rock », არაერთი დავა თუ კრიტიკა გამოიწვია.

 

მაროკოს აეროპორტი

მაროკოს თანამედროვე აეროპორტის შენობა, 2008 წელს ადგილობრივი
არქიტექტორების პროექტის მიხედვით აშენდა. ისინი შეეცადნენ, რომ თანამედროვე
ტექნოლოგიები ტრადიციულ ადგილობრივ არქიტექტურასთან შეეზავებინათ.
აფრიკის ყველაზე ლამაზი აეროპორტი, მეორე მსოფლიო ომის დროს, ამერიკელთა ჯარის
მიერ, ტვირთის მიწოდების და პირადი გადაზიდვებისთვის გამოიყენებოდა.

 

მადრიდის აეროპორტი

ადოლფო სუარესის სახელობის მადრიდი-ბარახას საერთაშორისო აეროპორტი
მადრიდში, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ავიასადგურია. ის ყოველდღიურად,
თითქმის 130 ათას მგზავრს ემსახურება. 2006 წელს აშენებული ტერმინალი “T4”,
რომელიც ანტონიო ლამელამ და რიჩარდ როჯერსმა შექმნეს, უკვე რამდენიმე
პრესტიჟული არქიტექტურული პრემიის მფლობელი გახდა.

 

 

დენვერის აეროპორტი

დენვერის საერთაშორისო აეროპორტი, აშშ-ში ტეირტორიულად – უმსხვილესია. ის 1995
წლიდან მუშაობს და მის მშენებლობაში 4,8 მილიარდი დოლარია დახარჯული. მთების
კლდოვანი მწვერვალების კონსტრუქცია, ადგილობრის ღირშენასიშნაობად არის
მიჩნეული. აეროპორტის დარბაზებში, უცნაური სკულპტურები, სიმბოლოები და
არტეფაქტებია მიმოფენილი. ის ამავდროულად, გიგანტური მუზეუმია, სადაც
თანამედროვე ხელოვნების ექსპოზიციები ეწყობა.

 

 

პულკოვის აეროპორტი

რუსეთში, პულკოვის აეროპორტის ტერმინალი, რომელიც 2013 წელს გაიხსნა, ცნობილი
ამერიკული ბიზნეს-ჟურნალის „Entrepreneur Magazine“-ის ყოველწლიური პრემიის
„Business Travel Awards 2016“-ის გამარჯვებული გახდა. მისი დიზაინი, მსოფლიოში
ერთ-ერთ ყველაზე საინტერესოდ და ინოვაციურად დასახელდა.

 

მესტიის აეროპორტი

2010 წელს სვანეთში, მესტიაში, თამარ მეფის სახელობის აეროპორტის მშენებლობა
დასრულდა. ამ აეროპორტის შენობა საკმაოდ მცირე ზომისაა და მგზავრების მცირე
რაოდენობას ემსახურება, თუმცა ის, მსოფლიოს ყველაზე ლამაზი აეროპორტების
ათეულშია შესული.