„ყველა ქვეყანას რომ ქალი მართავდეს, ცხოვრების უკეთესი პირობები გვექნებოდა“

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაქ ობამამ, სინგაპურში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა:

„ყველა ქვეყანას რომ ქალი მართავდეს, ​​ცხოვრების უკეთესი ​პირობები გვექნებოდა.

ქალებო, უბრალოდ მინდა იცოდეთ, თქვენ არ ხართ სრულყოფილები, მაგრამ დარწმუნებით ვამბობ, რომ კაცებზე უკეთესები ხართ. დარწმუნებული ვარ, რომ თუ ყველა ქვეყნის მმართველი ქალი იქნება, ჩვენ შესამჩნევი გაუმჯობესება გვექნება ყველაფერში.

თუ გადავხედავთ მსოფლიოს და არსებულ პრობლემებს, ვნახავთ ასაკში შესულ მამაკაცებს, რომლებიც გზას არ თმობენ.

პოლიტიკური ლიდერებისთვის მნიშვნელოვანია გაიხსენონ, რომ ისინი თანამდებობაზე საქმის შესრულების გამო არიან და არა მთელი ცხოვრებით. თქვენ თანამდებობაზე იმიტომ არ ხართ, რომ იგრძნოთ საკუთარი მნიშვნელობა ან გაიმყაროთ ძალაუფლება“.

ამ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.