ყირიმში ინვალიდებთან მასიური ჩხუბი მოხდა

ალუშტის გზაზე ქალბატონის კონფლიქტი ინვალიდებთან მასობრივი ჩხუბში გადაიზარდა.

ქალბატონი თავის აგრესიას იმით ხსნიდა, რომ სავარძელში მყოფი ინვალიდი მანქანებს ეხახუნებოდა და მძღოლებს ფულს სთხოვდა. კონფლიქტის მსვლელობისას ქალი შეეცადა ინვალიდი სავარძლიანად გადაეყირავებინა. ცოტა ხანში დავა ჭიდილში გადაიზარდა, რასაც სხვა ადამიანების ჩართულობა მოჰყვა.

ინფორმაციას „eg.ru“ ავრცელებს.