ყოფილი პატიმრებისთვის არასასურველი ტატუს მოსაშორებლად, სახელმწიფომ 48 ათასი ლარი გამოიყო

არასრულწლოვანი მსჯავრდებულები და ყოფილი პატიმრები არასასურველი ტატუს მოცილებას უფასოდ შეძლებენ. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ, იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
ყოფილ პატიმართა, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი არასრულწლოვნების, №2 და №11 პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი არასრულწლოვანი მსჯავრდებულების რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთის” დირექტორმა ნაპოლეონ მილორავამ ხელშეკრულება გააფორმეს.
„იუსტიციის სამინისტრო 48 ათას ლარს გასცემს არასამთავრობო ორგანიზაციაზე იმისათვის, რომ ყოფილმა პატიმრებმა ან პატიმრებმა, რომლებიც №2 და №11 საპყრობილეში იხდიან სასჯელს, მოიცილონ ტატუ, რომელიც ხელს უშლის მათ რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციაში”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.