„შეძრწუნებულები ვართ მომხდარით და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და თანასკოლელებს“

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ლუკა სირაძის ტრაგიკული გარდაცვალების გამო:

„შეძრწუნებულები ვართ მომხდარით და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და თანასკოლელებს.

სამინისტროს მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ფსიქოლოგები გააგრძელებენ მე-100 და 169-ე საჯარო სკოლებსა და „მწვანე სკოლაში” მოსწავლეებთან მუშაობას, რათა დაეხმარონ მათ ამ უდიდესი სტრესის გადალახვაში“.

15 წლის მოზარდი, რო­მელ­მაც რამ­დე­ნი­მე დღის წინ თვით­მკვლე­ლო­ბა სცა­და, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ექიმების შეფასებით უკიდურესად მძიმე იყო.

აღნიშნულ საქმეზე დაკავებული პოლიციის გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის შენობიდან წუხელ კლინიკაში გადაიყვანეს, ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.

გამომძიებელი კავკასიის მედიცინის ცენტრშია მოთავსებული, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარი ჯერჯერობით არ კეთდება.

მარიანა ჩოლოიანი შეუძლოდ დაკავების შემდეგ გახდა, რის გამოც მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.

მარიანა ჩოლოიანი იმ საქმის გამომძიებელი იყო, რომელიც „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტს უკავშირდება.

12 დეკემბერს, დიღმის მასივში მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა. შემთხვევას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა.

ადვოკატის თქმით, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა.

მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ექიმების შეფასებით უკიდურესად მძიმე იყო.

„მწვანე სკოლაში“ ინციდენტის გამო 2 სამართალდამცველს უფლებამოსილება შეუჩერეს.