შვედეთში ქართული ქვევრის მარანი გაიხსნა – მსოფლიოში ღვინის მწარმოებელი უძველესი

შვედეთის სამეფოს სამხრეთ რეგიონ სკონეში, ვეიბის ვენახში  „ქართული ქვევრის მარანი“ საზეიმოდ გაიხსნა.

ღონისძიებაზე შესავალი სიტყვით  მარანის მეპატრონე იეპე აპელინი წარსდგა, საქართველოს შესახებ ისაუბრა, განსაკუთრებით ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც მსოფლიოში ღვინის მწარმოებელ უძველეს ქვეყანას.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს ელჩმა შვედეთის სამეფოში, მალხაზ კაკაბაძემ და შვედეთის სამეფოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ჰანს ვოლმარკმა.
საქართველოს ელჩმა ისაუბრა საქართველოს ისტორიაზე, კულტურაზე, ღვინის დამზადების მრავალსაუკუნოვან ტრადიციაზე.
შვედეთის პარლამენტის წარმომადგენელმა საქართველო-შვედეთის ურთიერთობებზე, საქართველოს როლზე რეგიონში, საქართველოს ტერიტორიების რუსეთის მიერ ოკუპაციისა და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე ისაუბრა.
ცერემონიალის შემდეგ გაიმართა მიღება,სადაც სტუმრებს გაუმასპინძლდნენ ქვევრში დამზადებული ღვინითა და ქართული ტრადიციული კერძებით.
ღონისძიების ფარგლებში ქართული საგალობლები შეასრულა სტოკჰოლმის წმინდა გიორგის სამრევლოს მგალობელთა გუნდმა თემურ პოტასკაევის ხელმძღვანელობით.