შვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს, გარე სამყაროსთან კონტაქტი შეეზღუდა

არასრულწლოვან დედას, რომელმაც ჩვილი მოკლა, გარე სამყაროსთან კონტაქტი შეუზღუდეს. გადაწყვეტილება საქმის კვალიფიკაციიდან გამომდინარე მიიღეს. ბრალდებულის მონახულებას მხოლოდ ადვოკატი შეძლებს.

გამოძიება უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს, პატიმრობა შეეფარდა.