შსს: აქციაზე დაკავებულთა შესახებ ინფორმაციის მისაღებად, დარეკეთ ცხელ ხაზზე – 126

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე დაკავებულთა შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გენერალური ინსპექციის ცხელ ხაზზე – 126-ზე დარეკონ.
„აქციაზე დაკავებულთა შესახებ ინფორმაციის მისაღებად, დარეკეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელ ხაზზე – 126“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.