შსს ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით ტურისტულ სააგენტოებს მიმართავს

შინაგან საქმეთა საქმეთა სამინისტრო ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ტურისტულ სააგენტოებს მიმართავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ტურისტულ სააგენტოებს მოუწოდებს, რომ 19 ივნისს, ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 08:00 საათიდან 18:00 საათამდე მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 75-82 კმ-ზე (დუშეთის რ-ნი სოფ. მლეთა) გადატვირთული მოძრაობისა და ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მოერიდონ 30- ადგილიანი და მეტი ტევადობის ავტობუსებით ყაზბეგის მიმართულებით გადაადგილებას.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, მოძრაობის უსაფრთხოებისა და შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნაკადს დაარეგულირებენ.