შსს-მ ლგბტ აქტივისტებს პრაიდის ჩატარებაზე უარი უთხრა

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში სა­ხალ­ხო დამ­ცველ­სა და პრა­ი­დის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­თან შეხ­ვედ­რა დას­რულ­და. ნინო ლომ­ჯა­რი­ას გან­ცხა­დე­ბით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პო­ზი­ცი­აა, რომ პრა­ი­დი არ უნდა ჩა­ტარ­დეს.
„შეხ­ვედ­რა­ზე იყო სა­უ­ბა­რი უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ზე, ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო აღ­ნიშ­ნავ­და, რომ ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­უ­ბა­რია არა მხო­ლოდ პრა­ი­დის წევ­რე­ბის, არა­მედ ზო­გა­დად უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე. ამი­ტომ მათი მხრი­დან ით­ქვა, რომ არ ჩა­ტარ­დეს პრა­ი­დი, ვი­ნა­ი­დან ეს არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სე­რი­ო­ზულ რის­კებ­თან. ეს იყო ძი­რი­თა­დი გან­ხილ­ვის თემა. რა თქმა უნდა, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას უკვე მი­ი­ღებს თე­მის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რად­გან მათ ალ­ბათ, უნდა გა­ი­ა­რონ კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი შიგ­ნით, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში. თუმ­ცა, შეხ­ვედ­რა­ზე იყო ასე­ვე სა­უ­ბა­რი სხვა­დას­ხვა პრობ­ლე­მებ­ზე და სა­კი­თხებ­ზე, რაც აწუ­ხებს ლგბტ თემს, მათ შო­რის მათი მხრი­დან იყო მო­თხოვ­ნა და­ყე­ნე­ბუ­ლი, რომ გარ­კვე­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი და შე­ფა­სე­ბე­ბი გა­კეთ­დეს ამ ვი­თა­რე­ბის შე­სა­ფა­სებ­ლად და ასე­ვე, ისა­უბ­რეს გარ­კვე­ულ რე­კო­მენ­და­ცი­ებ­ზე, რაც სურთ, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­ა­ტა­როს მათი უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად. თუმ­ცა, ძი­რი­თა­დი სა­კი­თხი იყო უსაფრ­თხო­ე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა პრა­იდს, შსს-მ თქვა, რომ ეს პრა­ი­დი არ ჩა­ტარ­დეს. რაც შე­ე­ხე­ბა სხვა და­ნარ­ჩენ ღო­ნის­ძი­ე­ბებს, კულ­ტუ­რუ­ლი თუ სხვა ტი­პის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რაც არის და­გეგ­მი­ლი, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ით­ქვა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მხრი­დან მზა­ო­ბა, რომ გა­კეთ­დე­ბა მაქ­სი­მუ­მი მათი უსაფრ­თხო­ე­ბის და­სა­ცა­ვად, თუმ­ცა რაც შე­ე­ხე­ბა პრა­იდს ღია სივ­რცე­ში, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით მათი მხრი­დან იყო ცალ­სა­ხად გა­კე­თე­ბუ­ლი, და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი პო­ზი­ცია, რომ, ძა­ლი­ან გა­ჭირ­დე­ბა უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვა,“ – გა­ნა­ცხა­და ნინო ლომ­ჯა­რი­ამ.