ჩასხედით ერაძის სავარძელში და უოპერაციოდ განიკურნეთ ხერხემლის სნეულებებისგან! – დარეჯან ნადირაძე:

 

ყველაზე რთული პრობლემა ხშირად, ყველაზე მარტივად წყდება. უმოძრაო ცხოვრების რიტმი ჯანმრთელობის დარღვევათა მთავარ გამოწვევად იქცა, ადამიანები დღე-ღამის მნიშვნელოვან დროს ატარებენ კომპიუტერებთან, მჯდომარე მდგომარეობაში. ამიტომაც, ძალიან ხშირად ხერხემლის სხვადასხვა დაავადებებით ავადდებიან და წელის აუტანელი ტკივილებით იტანჯებიან, რომელთა მკურნალობა, გარდა იმისა, რომ ძალზე ძვირი ჯდება, ხანგრძლივ  რეაბილიტაციასაც მოითხოვს.

 საზოგადოების დიდმა ნაწილმა არ იცის, რომ არსებობს ქართველი გამომგონებლის მიერ შექმნილი და დაპატენტებული მოწყობილობა, „ერაძის სავარძელი“, რომელიც ხერხემლის თითქმის ყველა ურთულეს ავადმყოფობას უმოკლეს დროში, უსაფრთხოდ, თანაც, ჩალის ფასად კურნავს!

გულმა არ მომითმინა და, ამ სტრიქონების ავტორი  GEOIN“ -ის  გამაჯანსაღებელ ცენტრში გავეშურე, სადაც სამედიცინო ექსპერიმენტი საკუთარ თავზე ჩავიტარე. სულ რაღაც 15-წუთიანმა პროცედურამ ენით აუწერელი შვება მომანიჭა, ზურგის არეში გაქვავება და დაჭიმულობა მომიხსნა; ისეთი შეგრძნება დამიტოვა, თითქოს 2 საათი დაძაბულ ფიზიკურ ვარჯიშში გავატარე!

პროცედურის დასრულების შემდგომ  გამაჯანსაღებელი ცენტრის „GEOIN“ -ის ადმინისტრატორს,

დარეჯან ნადირაძეს

გავესაუბრე:

– მსოფლიოში პირველად და, მხოლოდ საქართველოში! გაიოზ ერაძის მიერ გამოგონებული უნიკალური და უნივერსალური სავარძლით შესაძლებელი ხდება ხერხემლის სნეულებებისგან სრული რეაბილიტაცია უწამლოდ და უოპერაციოდ, უსაფრთხოდ და სამუდამოდ! 10 წელია, რაც „ერაძის სავარძელს“ ხერხემლის სამკურნალოდ ვიყენებთ, ამ ხნის განმავლობაში არცერთი უკმაყოფილო პაციენტი არ გვყოლია. ადამიანები ჩვენთან უკვე ექიმის დასკვნით ხელში მოდიან. ანუ დიაგნოზს ჩვენ არ ვსვამთ, მაგრამ მკურნალობას არც კომპიუტერული ტომოგრაფიის გარეშე ვიწყებთ. არის შემთხვევები, როდესაც ახალგაზრდა სიმძიმეს აწევს და თიაქარი ეჭედება, ამ დროს, შეიძლება, არ მოვითხოვოთ ტომოგრამა და ისე დავიწყოთ მკურნალობა, საშინელი ტკივილები იცის და პაციენტი მაშინვე გრძნობს შვებას, მაგრამ როდესაც ადამიანი ასაკშია, სამედიცინო დასკვნის გარეშე, ბუნებრივია, მკურნალობის დაწყება გამორიცხულია. უნდა გვახსოვდეს, რომ ხერხემალის ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული, თითქმის ყველა ორგანოს, სისხლძარღვების, ჯირკვლების, შინაგანი და სასქესო ორგანოების ჯანმრთელობა!

 – ძირითადად, რა დაავადებების მქონე პაციენტები გაკითხავენ?

– კისრის, გულ-მკერდისა და გავა-წელის ზონების ოსტეოქონდროზი; პროტრუზია, თიაქარი, ნევრალგიური ტკივილები; სქოლიოზები და კიფოზები 21-საკუნის დაავადებებია. ამ და კიდევ სხვა საკმაოდ რთული პრობლემებისგან თავის უმარტივესად დაღწევის საშუალებას იძლევა გაიოზ ერაძის გამოგონება! ამ უნიკალური მოწყობილობის დახმარებით ხერხემლის ურთულესი დაავადებები დამარცხებულია! დიახ, “ერაძის სავარძელი” ერთ თვის ვადაში, 94%-იანი გარანტიით ხერხემლის ნებისმიერ ზონაში სამუდამოდ აგარიდებთ ქირურგიულ ჩარევას! შესაძლებელია მოზარდთა სქოლიოზის კორეგირება (კორეგირების ვადა განისაზღვრება გამრუდების კუთხის მიხედვით) 100 %-იანი გარანტიითა და შედარებითი რენტგენული დადასტურებით!

 – რა კონსტრუქციას წარმოადგენს ეს მოწყობილობა და რა ვითარებაში გამოიგონა ავტორმა?

– ფიზიოლოგიურ კანონზომიერებებზე დაყრდნობით შექმნილი ეს უნიკალური მოწყობილობა წარმოადგენს სავარძლის მსგავს კონსტრუქციას. განსვენებულმა მეცნიერმა გაიოზ ერაძემ მოგვიყვა, რომ ხერხემალზე პრობლემები თავად გაუჩნდა, როცა ქალაქგარეთ მშენებლობით იყო დაკავებული. მან საკუთარ თავზე იწყო ცდების ჩატარება და როცა საგრძნობ წარმატებას მიაღწია, გადაწყვიტა, აღმოჩენა ყველასთვის ხელმისაწვდომად ექცია. სამკურნალო სავარძლის პირველყოფილი ვარიანტი გასული საუკუნის 80-იან წლებში შექმნა, მერე თანდათანობით დახვეწა და ბოლოს, დააპატენტა.

გაიოზ ერაძე, მის მიერვე გამოგონებული სავარძელით მკურნალობდა

 – ხერხემალი ძალზე ფაქიზი ორგანოა. სავარძელზე დაჭიმვის გამო ჯანმრთელობას საფრთხეს ხომ არ შევუქმნით?

– ხერხემლის დაჭიმვის ეს მეთოდი არის სრულიად უსაფრთხო, არ გააჩნია არანაირი უკუჩვენება. ადამიანი საკუთარი წონის გავლენით იჭიმება, რის შედეგადაც წარმატებით იკურნება ხერხემლის თიაქარი, იმის მიუხედავად, კისრის არეში მდებარეობს იგი თუ, გულმკერდის, ან გავა-წელის მიდამოში. დამატებით აღმოჩნდა, რომ ამ მეთოდის გამოყენებით წარმატებით იკურნება შინაგანი ორგანოების ქრონიკული ავადმყოფობები, უმჯობესდება მათი სისხლით მომარაგება და, შესაბამისად, ფუნქციონირება! მედიცინის ისტორიაში შემორჩენილია მინიატურა, რომელიც თვით მედიცინის მამის, ჰიპოკრატეს მიერ დაჭიმვის გზით ხერხემლის მკურნალობას ასახავს და ირკვევა, რომ ჰიპოკრატეს ეპოქიდან დღემდე ხერხემლის განტვირთვის პრაქტიკა არ შეცვლილა,

თუმცა მინიატურაზე ასახული მეთოდი გამოუსადეგარია კისრის მალთა პათოლოგიების შემთხვევაში, ასევე, არაეფექტურია გულმკერდის მალთა ზონისთვის. ერაძის სავარძლის დანიშნულება კი, კისრის, გულ-მკერდის, გავა-წელის ზონებში ხერხემლის მალთაშორისების ოსტექონდროზული თუ ოსტეოპონდილიტური ხასიათის დარღვევათა ერთდროულირეაბილიტაციაა!

 – ერაძის სავარძლით პროცედურის არსი რაში მდგომარეობს?

ერაძის სავრძლით მკურნალობა

– პაციენტი იღლიებით ჩამოეკიდება სავარძლის სახელურებზე და ამ მდგომარეობაში რჩება 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ 5 წუთის განმავლობაში ზურგზე დაწოლაა საჭირო, რათა ხერხემალი დაჭიმულ მდგომარეობაში დაფიქსირდეს. პროცედურა მცირე დისკომფორტს – მხრებისა და მკლავების დაბუჟებას იწვევს, თუმცა, წამოწოლისას ეს უსიამოვნო შეგრძნებაც უკვალოდ ქრება. სხვათა შორის, რაც უფრო ხშირად იტარებთ ამ პროცედურას, მით ნაკლებია დისკომფორტის შეგრძნება, რომელიც 4-5 სეანსის შემდეგ საერთოდ ქრება. დღეში 2 პროცედურაზე მეტის ჩატარება რეკომენდებული არ არის, რადგან დიდი რაოდენობით კალორია იწვის. პერმანენტული მკურნალობის შედეგად ადამიანი წონაშიც საგრძნობლად იკლებს, ამასთან, ძილის პროცესიც უმჯობესდება და სამუდამოდ ქრება უძილობით გამოწვეული ჩივილები.

 – პირველი პოზიტიური შედეგი რა დროში დგება?

– პირველივე პროცედურის ჩატარების შემდეგ პაციენტი გრძნობს მდგომარეობის სერიოზულ გაუმჯობესებას და მკურნალობის კურსის გაგრძელების დაუძლეველი სურვილი უჩნდება. 2 კვირაში უკვე აშკარად თვალშისაცემი, კონკრეტული შედეგები დგება, ხოლო სრული განკურნება 1-2 თვეში მიიღწევა!

იმდენად დაუჯერებელია, რასაც ვამბობ, რომ გაუცნობიერებელ საზოგადოებას კლიენტის მიტყუების ჩვეულებრივი ფანდი ჰგონია, თუმცა, ვინც თავის თავზე გამოსცადა, შედეგით განცვიფრებული დარჩა! შეიძლება, ადამიანს არც არაფერი სჭირდეს, მაგრამ კომპიუტერთან მთელი დღის განმავლობაში ჯდომის შემდეგ „ერაძის სავარძელში“ ჩაჯდომა ისეთ შედეგს იძლევა, როგორსაც სარელაქსაციო ძვირად ღირებული მასაჟი! ამიტომ, აღნიშნულ პროცედურას ბევრი უკვე სამკურნალოდ კი არა, პროფილაქტიკისა და რელაქსაციის მიზნით იტარებს.

 – საინტერესოა, მაინც, რა პრინციპით იკურნება ხერხემლის მალთაშუა თიაქარი?

– თუ მალთაშუა დისკს ზემოდან დავხედავთ, დავინახავთ, რომ იგი კაფსულისა და დისკის გულისაგან შედგება. დისკის დაზიანებისას კაფსულა კარგავს ელასტიკურობას, გადაგვარდება და ჩნდება მცირე ზომის ნახეთქები, რაც იწვევს ტკივილებს. დროთა განმავლობაში მდგომარეობა უარესდება და დისკის ჟელესმაგვარი გული კაფსულის გარეთ გამოდის. ეს არის მალთაშუა თიაქარი, რომელიც ზურგის ტვინიდან გამომავალ მგრძნობიარე ნერვებზე და მათ მკვებავ სისხლძარღვებზე ახდენს ზეწოლას, იწვევს კვების მოშლასა და ნერვების კვდომას.

„ერაძის სავარძლის“ გამოყენების შედეგად ხდება ხერხემლის დეკომპრესია, დისკის გული უბრუნდება თავის ადგილს, რაც განაპირობებს ნერვსა და მის მკვებავ სისხლძარღვებზე ზეწოლის შეწყვეტას. ამგვარად აღდგება სისხლის მიმოქცევა, ხოლო დისკის დაზიანებული უბანი კვლავ წყლითა და კვებისთვის საჭირო მიკროელემენტებით გაჯერდება! ჩვენთან მოდიან ხერხემლის მალთაშუა თიაქარზე 2-3-ჯერ ნაოპერაციები პაციენტები. ისინი „ერაძის სავარძლით“ აგრძელებენ მკურნალობას და ოპერაციაზე ბევრად უფრო კარგ შედეგებს აღწევენ – თიაქარი სამუდამოდ და უკვალოდ ქრება!

გვყავდა პაციენტი, პროფესიით ქირურგი, რომელსაც კისრის მალების თიაქარი დაუდგინეს და იძულებული გახდა, პროფესიისთვის თავი დაენებებინა. ჩვენთან 20-დღიანი მკურნალობის შემდეგ სრულიად გამოჯანმრთელდა და საოპერაციო მაგიდასთან დაბრუნდა, სადაც 4-საათიან ოპერაციებს ატარებს. ჩვენთან მოდიან ცნობილი ადამიანები, თანამდებობის პირები, რომლებიც უწამლოდ და უოპერაციოდ, უსაფრთხოდ და თანაც უმოკლეს ვადაში იკურნებიან კისრის, გულმკერდისა და გავა-წელის ოსტეოქონდროზისგან, პროთრუზიისგან, თიაქრისგან ნევრალგიური ტკივილებისგან, სკოლიოზისა და კიფოზისგან. ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომელიმე პაციენტი კონკრეტული, თვალშისაცემი შედეგის გარეშე წასულიყოს!

 – რა ჯდება ერთი, 15-წუთიანი პროცედურა?

– 1 პროცედურა სიმბოლური ფასი ღირს. საბოლოო შედეგიც, სიმბოლურ ფასად დგება. დიახ, სიმბოლურ ფასად ადამიანი შეიძლება, სამუდამოდ განიკურნოს იმ უმძიმესი ავადმყოფობებისგან, რომელთა ოპერაციული ან სხვა მეთოდით მკურნალობა ათასობით ლარი ჯდება, თუმცა, არცთუ სახარბიელო შედეგი მოაქვს!

ხერხემლის დაჭიმვის მეთოდებს ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვთავაზობენ შეუდარებლად ხანგრძლივ დროში და შეუდარებლად მაღალ ფასად… ამის მიუხედავად, ჩვენგან განსხვავებით, არსად იძლევიან განკურნების გარანტიას!

„ერაძის სავარძელი“ ადვილად თავსდება მანქანის საბარგულში. კლიენტს შეუძლია ის იქირაოს და მწოლიარე ავადმყოფს წაუღოს, რათა სახლის პირობებში იმკურნალოს. სხვა შემთხვევაში კი პროცედურის ჩასატარებლად მოგვაკითხოს შემდეგ მისამართზე:

თბილისი, მერაბ კოსტავას 71,

ან,

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდეს ტელეფონის ნომერზე: 593 34-26-88.

 

ესაუბრა ზაზა დავითაია

წყარო: “ასავალ-დასავალი”