ჩერნობილის კატასტროფას, მეშვიდე ბირთვულ მოვლენათა საერთაშორისო შკალით, უმაღლესი დონე მიენიჭა (ფოტოკოლაჟი)

ამერიკულ ტელეარხ HBO-სა და ევროპის უმსხვილესი საკაბელო არხის, Sky Television-ის ერთობლივი პროექტი  „ჩერნობილი“ ყველა დროის ყველაზე მაღალრეიტინგული სერიალი გახდა.

ხუთი ეპიზოდისგან შემდგარმა, რეალურ ფაქტებზე დაფუძნებულმა ამერიკულ-ბრიტანულმა მინი-სერიალმა, რომელიც ლიეტუვაშია გადაღებული, უკან მოიტოვა ისეთი საკულტო სატელევიზიო პროექტები და ტელესერიალები, როგორებიცაა: Planet Earth, Band of Brothers, Breaking Bad, Game of Thrones, The Wire და სხვები.

სერიალმა “ჩერნობილმა” რეზონანსი, თითქმის მსოფლიოს ყველა ქვეყანაში გამოიწვია, წარსულში, 33 წლის წინ მომხდარი უდიდესი ბირთვული კატასტროფის სურათი აღგვიდგინა, თავიდან დაგვაფიქრა და აგვალაპარაკა მომხდარის მიზეზებზეც.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ქალაქ პრიპიატში, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე აფეთქება 1886 წლის 26 აპრილს, ზედიზედ ორჯერ მოხდა.

სალიკვიდაციო სამუშაოებში დაახლოებით 800 ათასამდე მეხანძრე-მაშველი იღებდა მონაწილეობას, უმეტესი მათგანი რადიაციული დასხივების შედეგად გამოწვეული მძიმე დაავადებებს დღემდე ებრძვის. ბევრიც კი, უკვე გარდაიცვალა.

გაეროს ინფორმაციით, ატომურმა კატასტროფამ 4 000-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ჩერნობილის ავარიას, მეშვიდე ბირთვულ მოვლენათა საერთაშორისო შკალით, უმაღლესი დონე მიენიჭა.

გთავაზობთ შედარებას, სერიალში მოცემულ და ჩვენს დრომდე შემონახულ რამდენიმე რეალურ კადრს შორის.

 

მოამზადა მარიამ ნოზაძემ

 

იხილეთ ფოტოკოლაჟი ბირთვული კატასტროფის ზონიდან:

  1. ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოებს აკადემიკოსი ვალერი ლეგასოვი შემთხვევის ადგილას
  2. ატომური ელექტროსადგურის სახურავზე მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაოებიი

 

3. ქალაქ პრიპიატის გაწმედითი სამუშაოები

4)მეშახტეების უფროსი

5) ატომური ელექტორსადგურის სადისპეტჩერო

6) ატომურ ელექტროსადგურზე თვითმფრიანვის ჩამოვარდნა

7) მეშახტეები ატომურ ელექტროსადგურზე მუშაობის პროცესში

8) ანატოლი დიატლოვის, ვიქტორ ბრიუხანოვის და ნიკოლ ფომინიმის სასამართლო პროცესი