ჩეჩნეთის ლიდერი საქართველოს ემუქრება: თბილისამდე სულ რაღაც 200 კილომეტრია

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი საქართველოში განვითარებული მოვლენებით შეშფოთებულია. ამის შესახებ ის Telegram-ში წერს.

კადიროვი ამტკიცებს, რომ ქართული კულტურა და ლიტერატურა მსოფლიომ რუსეთის წყალობით გაიცნო. კადიროვის აზრით, რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის გამწვავებას დასავლეთის ქვეყნები ცდილობენ.

“დროა, საქართველოს ხელისუფლებამ გაიგოს, რომ მათ რუსეთის გარდა არ ჰყავთ მეზობელი, არც ერთი სხვა სახელმწიფო, რომელიც სულ რაღაც ერთ საათში შეძლებს დახმარების ხელი გამოგიწოდოთ. ნახეთ რამდენი ქვეყანა დაღუპა ამერიკის სიყვარულმა,”- წერს კადიროვი.

გარდა ამისა, რამზან კადიროვი საქართველოს ახსენებს და ემუქრება, რომ თბილისამდე სულ რაღაც 200 კილომეტრია.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს, დილით პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმაჩე სერგეი გავრილოვმა მიმართა, რასაც საკანონმდებლო ორგანოსთან მოგვიანებით საპროტესტო აქცია მოჰყვა.