ჩეხეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს

ჩეხეთში, ვაცლავსკის მოედანზე  მასობრივი საპროტესტო აქციები  მოეწყო.

საპროტესტო აქციაზე ასი ათასზე მეტი ადამიანი შეიკრება.

როგორგც აქციის მონაწილეები აცხადებენ მათი მთავარი მოთხოვნა, პრემიერ-მინისტრ ანდრეი ბაბიშას გადადგომაა, რომელსაც ბრალს ევროკავშირის მიერ ჩეხეთისთვის გამოყოფილი დოტაციების უკანონოდ გამოყენებაში ადანაშაულებენ.

თავად ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი ბრალდებებს უარყოფს.

თუ აქციაში მონაწილეთა რიცხვი ოფიციალურად დადასტურდეა, ის შეიძლება ჩეხეთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოსვლებად სცნონ.