ჩინეთში დისიდენტების სხეულებიდან ორგანოების ამოკვეთა გრძელდება

ჩინეთში  დონორული ორგანოების ძალადობრივი გზით მოპოვების გამოძიებისთვის შექმნილმა დამოუკიდებელმა ტრიბუნალმა დაადგინა, რომ მასშტაბური კამპანია, რომელიც გენოციდს უტოლდება, გადანერგვისთვის აუცილებელი სხეულის ნაწილების მოპოვებისთვის მთავარი საფუძველია.

იმის მიუხედავად, რომ ჩინეთმა უკვე რამდენიმე წელია, რაც სიკვდილით დასჯილი პატიმრების სხეულიდან  ორგანოების ამოკვეთა შეწყვიტა, ჩინეთის ტრიბუნალის ცნობილმა იურისტებმა, ადამიანის უფლებების დარგში ექსპერტებმა და ქირურგებმა ერთხმად განაცხადეს, რომ პატიმართა და დისიდენტთა სხეულებიდან ორგანოების საყოველთაო ამოკვეთა ისევ  გრძელდება.

ამის შესახებ ინფორმაციას „med.vesti.ru“ ავრცელებს.