ჩინეთში ტაიფუნმა 13 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

ჩინეთში ტაიფუნმა „ლეკიმამ“ 13 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ამ ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.

16 ადამიანი უგზოუკვლოდ დაიკარგა. დანგრეულია 200 მდე შენობა. 3 ათასამდე ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. 1 მილიონი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. დაახლოებით 2,7 მილონი სახლი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

„ლეკიმა“  შანხაის უახლოვდება. შანხაის მოსახლეობაც 20 მილიონს შეადგენს. გაუქმებულია  ათასობით ავიარეისი და სარკინიგზო მარშრუტებზე მიმოსვლა.

ვიდრე ტაიფუნი შანხაიმდე მიაღწევს, შესაძლოა სიმძლავრე დაკარგოს და ქალაქს ნაკლები ზიანი მიადგეს.

2019 წელს ეს რიგით 9 ტაიფუნია, რომელიც ჩინეთს თავს დაატყდა. „ლეკიმა“ წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში სიძლიერით მეორე ტაიფუნია.