ჩინეთში ფანჯრიდან გადმოვარდნილი ბავშვი დაიჭირეს

ჩინეთის პროვინციის გუეჩჟოუს ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა, მესამე სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვი ჰაერში დაიჭირა. ინციდენტი, სამეთვალყურეო ვიდიოკამერებმა დააფიქსირეს. კადრებში ჩანს, თუ როგორ მირბის მამაკაცი შენობისკენ, სადაც ბოლო მომენტში პატარა ბიჭუნას იჭერს.

ინფორმაციას „iz.ru“ ავრცელებს.