ჩიტის ბუდის წვნიანი – ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული დელიკატესი მსოფლიოში

ჩინეთში, ეს ძვირადღირებული კერძი – მერცხლის ბუდის წვნიანი, ბოლო 400 წლის განმავლობაში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს.
რადგან მერცხლების, კერძოდ სალანგანების ბუდეების მეტი წილი ნერწყვისგან შედგება, ამიცომაც, მათ საკვებად იყენებენ.
ერთი კილოგრამი სალანგანის ბუდის ფასი 2500-10000 დოლარამდე მერყეობს. ასე რომ, ერთი ულუფა წვნიანი 30-100 დოლარამდე ღირს.

ამ ბუდეების ფასი, მათი ძიების რისკებით და გაწმენდის რთული პროცესით არის განპირობებული. მათ შემადგენლობაში, ჩიტების ბუმბულები და ნერწყვი შედის. ამიტომ, ბუდეების გასაწმენდად, ძალიან წვრილ ინსტრუმენტებს ხმარობენ, რომ ყოველი ბუმბული საგულდაგულოდ ამოაცალონ. გარდა ამისა, სპეციალურ გამათეთრებლებსა და საწმენდ საშუალებებს იყენებენ.

სანაგალების ბუდობის უსაყვარლესი ადგილი – მალაიზიის კლდეებია. მათი მიგნება ალპინისტებს სიცოცხლის ფასად შეიძლება დაუჯდეთ. ბუდეებს წელიწადში სამჯერ აგროვებენ. მათი ბუდობის ადგილამდე, მხოლოდ ერთი მისასვლელი საშუალება არსებობს, – თოკის კიბე.

ასევე მნიშვნელოვანია, დროის სწორად შერჩევა, რათა ბარტყები უკვე გაფრენილები იყვნენ, მერცხალს კი ახალი კვერცხების დადება არ ჰქონდეს მოსწრებული.