ჩიჩხიტურის კოშკთან, აქციის დროს დაპირისპირება მოხდა

ჩიჩხიტურის კოშკთან მცირე დაპირისპირება მოხდა.

აქცია-მსვლელობის ერთ-ერთმა მონაწილემ სადავო ტერიტორიაზე გადასვლის და სურათის გადაღების სურვილი გამოთქვა, რისი საშუალებაც ქართველმა მესაზღვრეებმა არ მისცეს და ამას აქციის მონაწილეების ნაწილის უკმაყოფილება და პროტესტი მოჰყვა.

ამასთან, აქციის მონაწილეთა ნაწილმა უკმაყოფილება, სადავო ტერიტორიაზე აზერბაიჯანელი მესაზღვრეების დგომის გამოც გამოთქვა.

ინციდენტი სასულიერო პირების ჩარევის შემდეგ განიმუხტა.