ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვის მიმართულებით კიდევ ორი რაკეტა გაუშვა

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვის მიმართულებით კიდევ ორი რაკეტა გაუშვა

ამ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

გაშვებული რაკეტები იაპონიის ზღვაში დაეშვნენ. ისინი 6.1 მახი სიჩქარით მოძრაობდნენ.

ეს ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე ჩრდილოეთ კორეის მხრიდან რაკეტების დატესტვის მეხუთე შემთხვევაა.

ჩრდილო კორეის რეჟიმი აღშფოთებას გამოხატავს აშშ-სამხრეთ კორეის სამხედრო წვრთნების გამო. ეს ტრამპსა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან მიღწეულ შეთანხმებებს არღვევს.

„ვფიქრობ, ჩვენ კიდევ ერთი შეხვედრა გვექნება. მან მომწერა მშვენიერი, სამ-გვერდიანი წერილი, რომელიც თავიდან ბოლომდე არჩვეულებრივი იყო,“ განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.