ჩუღურეთის რაიონში მრავალშვილიანი დედებისთვის საქველმოქმედო აქცია გაიმართა

საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, რიმა ბერაძის ინიციატივით, რაიონში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახებისთვის საქველმოქმედო აქცია გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში 50-მდე მრავალშვილიან ოჯახს რიმა ბერაძემ სასურსათო ნობათი გადასცა და მათი საჭიროებები მოისმინა.
„რაიონში მცხოვრებ სხვადასხვა თემატურ ჯგუფს ჩვენ ხშირად ვხვდებით და ვცდილობთ, შევუმსუბუქოთ არსებული მდგომარეობა. ამჯერად  მრავალშვილიან ოჯახებს ვუმასპინძლეთ. მათი საჭიროებების შესახებ ვისაუბრეთ და ერთად დავსახეთ პრობლემების მოგვარების გზები. ამაში ჩვენი პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციებიც გვეხმარებიან“, – განაცხადა რიმა ბერაძემ.
შეხვედრას საქველმოქმედო ფონდ „მომავლის გზის“ თავმჯდომარე – დავით კინწურაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციის „ქართული ოცნება – ჯანმრთელი მომავალი“ ხელმძღვანელი – ქეთევან ბარათელი და მაჟორიტარის წარმომადგენლობასთან არსებული ჯანდაცვის თემატური ჯგუფის ხელმძღვანელი – ია ბარბაქაძე   ჩუღურეთის რაიონის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ. ისინი მრავალშვილიან დედებს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას დაპირდნენ.