ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვის ბრალდებით ქალი დააკავეს.

სამართალდამცველებმა უკანონო ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით ბათუმში, ქალი დააკავეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოიღეს „პარაბელუმის” სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი და 35 საბრძოლო ვაზნა.

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლით მიმდინარეობს.