მე მირჩევნია, რომ ჩემს შვილს “მამაო ჩვენოთი” გაკვეთილები არ დააწყებინონ – რუსუდან გოცირიძე

საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე მიიჩნევს, რომ კარგია, როდესაც სკოლებიდან ხატები გამოიტანეს და და მას, როგორც ქრისტიანს, ურჩევნია, მის შვილს “მამაო ჩვენოთი” გაკვეთილები არ დააწყებინონ.

რუსუდან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ლოცვა გულწრფელი უნდა იყოს და არა თავსმოხვეული.

ამის შესახებ მან,  ტელეკომპანია “Tv პირველთან” გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა.