„ძალიან რთული იქნება, ებრძოლო იმ ძალას, რომლის პრემიერ-მინისტრიც იყავი და თან, ებრძოლო იმათთან ერთად, ვისაც ასე“-ვლადიმერ ბოჟაძე

-„გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაცია 29 მაისს გაიმართებაო და უკვე გაჩნდა ვერსიები  რადიკალურ ოპოზიციასთან მის პარტნიორობასთან დაკავშირებით, რაზეც პასუხების გაცემა პირველივე საჯარო შეხვედრაზე მოუწევს.

სერიოზულ კითხვებს აჩენს ის, რომ “ნაციონალური მოძრაობის” პარტიული ტელევიზიები გახარიას გადადგომამდე გამალებით ცდილობდნენ მის ,,გაშავებას”, ხოლო ბოლო პერიოდში გამალებით ცდილობენ ,,გაპიარებას”; ასევე, დეტალურად იციან მისი გეგმა, ყველა თარიღი, ადგილი, გუნდის წევრები და ა.შ.

გასაგებია, რომ გიორგი გახარია, რომელმაც გუნდს ყველაზე პრინციპულ საკითზე, ყველაზე პრინციპულ დროს უღალატა, აუცილებლად დაუპირისპირდება ,,ქართულ ოცნებას”, მაგრამ თუ ამ ბრძოლაში რადიკალურ ოპოზიციაში იპოვის პოლიტიკური დასაყრდენს,  სავარაუდო დაფინანსებაც და ტელევიზიაც, ძალიან გაუჭირდება იმ ამომრჩევლების მიმხრობა, ვინც მასში ,,მესამე ძალას” ეძებს.

ძალიან რთული იქნება, ებრძოლო იმ ძალას, რომლის პრემიერ-მინისტრიც იყავი და თან, ებრძოლო იმათთან ერთად, ვისაც ასე ,,გამალებული ებრძოდი” 18 თებერვლამდე“, – წერს ანალიტიკოსი ვლადიმერ ბოჟაძე „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე.