ძაღლის ავთვისებიანი შეშუპება – სიმპტომები და მკურნალობა

ძაღლის ავთვისებიანი შეშუპების – დაავადების გამომწვევი როცა მოხვდება ჭრილობაში, გამოყოფს ტოქსინებს და იწვევს აირების გამოყოფას. დაზიანებულს ქსოვილებში გროვდება ტოქსინი და იწვევს შეშუპებას. ცხოველები იღუპებიან ინტოქსიკაციით.

დაავადების სიმპტომები: ინკუბაციური ანუ ფარული პერიოდი გრძელდება 12 საათიდან 5 -6 დღემდე. ტრავმის ადგილზე წარმოიქმნება ცხელი, მტკივნეული, მზარდი შესივება. რამდენიმე საათში იგი ცივდება, ხდება ცომისმაგვარი და უმტკივნეულო. შეშუპება ვრცელდება ბარძაყზე, შორისში, ცურზე, მუცელზე და გავის მიდამოებში. დაავადება მიმდინარეობს მწვავედ და მთავრდება ცხოველის სიკვდილით.

მკურნალობა: შეშუპების ადგილზე აკეთებენ ფართო განაკვეთს, რათა ინფილტრატი გამოედინოს, აცილებენ მკვდარ ქსოვილებს, რითაც გზა ეხსნება ჟანგბადის მიწოდება ჭრილობებში და ანაერობების გამრავლება ფერხდება. ჭრილობას ამუშავებენ 1-2%-იანი წყალბადი ზეჟანგის ხსნარით, მანგანუმჟავა კალიუმით 1:1000 ან პოვიდონ იოდის ხსნარით.

კუნთში შეყავთ ანტიბიოტიკები: პენიცილინი, ტეტრაციკლინი, მაღალ დოზებში.

პროფილაქტიკა და ბრძოლის ღონისძიებები: საჭიროა დავიცვათ ასეპტიკის წესები – ჭრილობაში არ უნდა მოხვდეს მიკროორგანიზმები ქირურგიული ოპერაციების დროს. გართულებული მშობიარობისას მაშინვე უნდა შევუყვანოთ ანტიტოქსიკური შრატი სამკურნალო დოზით.

სადაც იმყოფებოდა ავადმყოფი ცხოველი, უტარდება დეზინფექცია.