ძაღლს, სახელად პიტერს, არ შეუძლია ემოციების გაკონტროლება და როდესაც იხვების ჯგუფს ხედავს, ძალიან განიცდის, ხოლო შემდეგ კი, გული მისდის

 

კოკერ სპანიელის პატრონის თქმით, გონების დაკარგვით პიტერის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ეს დროებითი უმოძრაობაა, რომელიც მედიცინაში გავრცელებულია მიოტონიის (Myotonia congenita) სახელით. მიოტონია თხებშიც აღინიშნება – ფერმის ცხოველები შიშის დროს უგონო მდგომარეობაში ვარდებიან. ეს დაავადება შეიძლება აღმოაჩნდეს, როგორც ადამიანებს, ისე ძაღლს.

პიტერი მიოტონიას იმ დროს განიცდის, როდესაც რაღაც ძალიან უხარია: მაგალითად, იხვების დანახვა. გულის წასვლისას ცხოველის კიდურები პარალიზებულია დაახლოებით 3 წამი, ზოგიერთ ცხოველს შეუძლია გადაადგილება,
მაგრამ გაჭირვებით.