„ძმებო, მეგრელებო, რა გჭირთ, აზრზე მოდით!”

ჟურნალისტი ხათუნა საგინაშვილი მომავალ შუალედურ არჩევნებს ეხმიანება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
ის ზუგდიდის მერობის კანდიდატის, ყოფილი პირველი ლედის სანდრა რულოვსის მხარდამჭერებს მიმართავს.
ჟურნალისტის პოსტში ვკითხულობთ:
“ჰო, აი სანდრა გახდება ზუგდიდის მერი, მერე ამ ტრამპლინს მოჰყვება თბილისის მერობა, მერე პარლამენტის სპიკერობა, მერე… ვინ იცის პრემიერობაც და ჰაი დედასა, – ქართველებს გვეყოლება ჰოლანდიელი ქალი ლიდერი, საქართველო კი – ამსტერდამის წითელი ფარნების ქუჩის ფილიალი გახდება და ამგვარად დავიმკვიდრებთ ‘სანუკვარ” ადგილს ევროპაში.
ძმებო, მეგრელებო, რა გჭირთ, ხალხო, აზრზე მოდით, სად დაკარგეთ კოლხური თავმოყვარეობა და ეროვნული სიამაყე?!“ – წერს საგინაშვილი.