წარწერა „მაჩანჩალა ქალაქი“-ს დამწერმა მერს ბოდიში მოუხადა

26 ივნისს, ქალბატონმა და ერთმა ახალგაზრდამ, ქალაქ მაგადანის შესასვლელთან ბანერზე ქალაქის სახელწოდება „город золотой“ (ოქროს ქალაქი) შეცვალეს წარწერით – „город отстой“ (მაჩანჩალა ქალაქი).

როგორც ქალაქის ხელისუფლება აცხადებს, 2 ივლისს ერთ-ერთმა ხულიგანმა თავისი საქციელისთვის ქალაქის მერს ბოდიში მოუხადა.

ინფორმაციას „iz.ru“ ავრცელებს.