წაღვერში ტყის ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს

ბორჯომის ხეობაში, დაბა წაღვერში, 2017 წელს ხანძრით დაზიანებულ ტყეში, ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციის მიზნით, გზების გაწმენდითი სამუშაოები და მინერალიზებული ზოლების გაყვანა ხორციელდება.
მიმდინარე სამუშაოებს, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი არჩილ ნიკოლეიშვილი, ადგილზე გაეცნო. ნახანძრალი ტერიტორია 403 ჰა ფართობზეა შესწავლილი, რის საფუძველზეც ტყის აღდგენის პროექტი განხორციელდება.
ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების შედეგად, შესაძლებელი იქნება, ხანძრის შემთხვევაში დროულად მოხდეს მისი ლოკალიზება და აღდგენილი ფართობების შენარჩუნება.