წითელმა ჯვარმა ოკუპირებულ დონბასის რეგიონში ჰუმანიტარული დახმარება გააგზავნა

ოკუპირებული დონბასის რეგიონის მცხოვრებთათვის წითელი ჯვრის ორგანიზაციამ ჰუმანიტარული დახმარების 9 სატვირთო გააგზავნა. პროდუქტების საერთო წონა 179,98 ტონაა.
“დროებით ოკუპირებული დონბასის მოსახლეობას ჰუმანიტარული დახმარების სახით 179,98 ტონა პროდუქტი გაიგზავნა” – ნათქვამია უკრაინის სასაზღვრო პოლიციის პრესსამსახურის განცხადებაში.
ცოტა ხნის წინ შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტომ დონბასის არაკონტროლირებად ტერიტორიაზე ჰუმანიტარული დახმარების 21 სატვირთო გააგზავნა.

 

წყარო: kvira.ge