ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის გამო, მეტრო „დელისიდან“ აბაშიძისა და ბარნოვის ქუჩების გავლით დროებითი მარშრუტი დაინიშნება

“დღეიდან თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის პერიოდში, მეტრო „დელისიდან“ აბაშიძისა და ბარნოვის ქუჩების გავლით ავტობუსების დროებითი მარშრუტი ამოქმედდება”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისი განმარტებით, ამ საკითხზე მერიამ მოსახლეობის თხოვნა გაითვალისწინა და დროებითი მარშრუტები ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის პერიოდში იმოქმედებს.
„ეს მარშრუტი გაივლის მთაწმინდას, სოლოლაკს და მოძრაობას დაასრულებს ბარათაშვილზე. როგორც ვიცი, ამ ავტობუსებს არ ექნება მინიჭებული ნომრები, რადგან ეს იქნება დროებითი მარშრუტები – ძირითადად, მიკროავტობუსები და რვამეტრიანი ავტობუსები იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.