ჭიათურელ მაღაროელთა ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებულია

ჭიათურელი მაღაროელების ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილია – ამის შესახებ ჭიათურიდან ექსკლუზიურად”2020NEWS” აცნობეს.

როგორც საგენტოსთვის გახდა ცნობილი, გაფიცულ მაღაროელებსა ეკონომიკის, ჯანდაცვის და განათლების მინისტრებს შორის წარმატებით დასრულდა.

“2020NEWS”- ის ინფორმაციით, მაღაროელების მთავარი მოთხოვნა ხელფასის 50%-ით მომატება დაკმაყოფილებულია. თავდაპირველად, 1-ელი ივნისიდან, მაღაროელებს  ხელფასი 25%-ით გაეზრდებათ, დანარჩენი 25%-ის ზრდა კი წლის ბოლომდე ეტაპობრივად განხორციელდება.

ცნობისთვის, ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა 15 მაისს დაიწყო. ისინი “ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციისგან ხელფასის 50%-ით გაზრდას, ჯანდაცვისა და შრომის პირობების გაუმჯობესებასა და ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას მოითხოვდნენ.

ჭიათურელი მაღაროელები 13 დღის განმავლობაში შიმშილობდნენ, მოშიმშილეთაგან, სამმა პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართა და პირი ამოიკერა.

დღეს ჭიათურელ მაღალოებს მთელი ქალაქი შეუერთდა და აქცია უფრო მაშტაბური გახდა, რის საფუძველზეც ჭიათურაში, მაღაროელებთან მოსალაპარაკებლად, ეკონომიკის, ჯანდაცვის და განათლების მინისტრები ჩავიდნენ.