ხათუნა საგინაშვილი: ნამდვილი სასწაული უნდა მოგიყვეთ, და მათთვისაც, ვინც არ იცის, რა არის ნამდვილი მართლმადიდებლობა!

ხათუნა საგინაშვილი

ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს – 

– ახლა ნამდვილი სასწაული უნდა მოგიყვეთ , და მათთვისაც, ვინც არ იცის, რა არის ნამდვილი მართლმადიდებლობა:

სულიერი ადამიანების შეფასებით, პროტესტანტიზმი – ესაა ამბავი ღმერთის შესახებ, მართლმადიდებლობა კი – ღმერთში ცხოვრება, უზენაეს ღმერთთან ცოცხალი ურთიერთობის გზა…
…ცოტა ხნის წინ დამიკავშირდა ყინწვისის მონასტრის ბერი, მამა ანგელოსი და მიამბო თავისი ამბავი, თუ როგორ დაადგა მონაზვნობის გზას, შემდგომ კი მისი ბაბუაც აღიკვეცა ბერად და ახლა ბაბუა და შვილიშვილი ორივე ყინწვისში ემსახურებიან ღმერთს გულითა და სიწრფოებით;
მოძღვარმა მთხოვა, გამოგიგზავნით ჩვენს ისტორიას, ცოცხალ სასწაულებს, რომლებიც უფლს გზაზე შეგვემთხვა და იქნებ ჟურნალში გამოაქვეყნოთო.
რასაკვირველია, შევპირდი; მართლაც გამომიგზავნა ვოცაპით ტექსტიცა და სურათებიც. იმ მომენტში სამსახურებრივ საქმეებში ვიყავი გახლართული, ვიფიქრე, მოგვიანებით გადმოვწერ ყველაფერს მეთქი, მაგრამ ჰოი საოცრებავ – როცა მოვიცალე ვოცაპში ეს გზავნილი წაშლილი აღმოჩნდა (ეტყობა დიდი მოცულობის გამო); რა არ ვცადე, რომ აღმედგინა, აიტის სამსახურიც კი შევაწუხე, მაგრამ უშედეგოდ… ყველაფერს ემატებოდა ისიც, რომ მოძღვრის ტელეფონიც არ მქონდა დაფიქსირებული;
ძალიან შევწუხდი – ჯერ ერთი, თავად მასალის ღირებულების გამო და მეორეც – რომ შევპირდი ადამიანს და ვერ ვუსრულებდი თხოვნას;
გულით ვთხოვე უფალს – ოღონდ ბერმა დამირეკოს ჟურნალის გამოსვლამდე, რომ ვუთხრა, რაც მოხდა და თავიდან გამოვაგზავნინო მეთქი;
ჰოდა გუშინ, როცა ჟურნალის დაკაბადონებას ვიწყებდით, რეკავს ტელეფონი და ჰოი საოცრებავ – ყინწვისელი ბერი მირეკავს: ვერ წარმოიდგენთ რა ხმით შევყვირე ))) – მამაო, ახლა რომ იცოდეთ, სასწაულის თანამონაწილე ხართ მეთქი – და ვუამბე, რაც მოხდა; მან მომიგო: – იცით ახლა რა მოხდა? რაღაც ხმამ მიკარნახა, რედაქტორს დაურეკეო )) – წარმოგიდგენიათ? )))
აი, ესაა მართლმადიდებლობა! ქართველებო, არა მხოლოდ ფორმალურად ირწმუნეთ ღმერთი, არამედ იცხოვრეთ ქრისტეში; აღივსეთ მისი სისავსით და ყოველთვის გწამდეთ – გულწრფელი, ცოცხალი, გულით ლოცვა ზეცაში ისმის – ის უპასუხოდ არასდროს დარჩება!!!