“ხალხი უდიდესი ცინიზმის მომსწრეა, როდესაც ნაც.მოძრაობის რეჟიმზე ლაპარაკობენ კრებითი ზარდიაშვილ-მდინარაძე-მურუსიძეები”, – ვატო შაქარიშვილი

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი ვატო შაქარიშვილი საქართველოში არსებულ პილიტიკურ სიტუაციაზე საუბრობს და სოციალურ ქსელში წერს:

„დღეს, ჩვენი საზოგადოება ორმაგი შეურაცხყოფის მსხვერპლია! ერთი მხრივ, შავგულიძის ბოკერ-ნაცებთან დაძმობილებამ ყველა იმ ადამიანს მიაყენა შეურაცხყოფა, ვინც სანდროს სასტიკი მკვლელობიდან მოყოლებული შეუპოვრად იბრძოდა რეჟიმის წინააღმდეგ, ვინც ღირსება გამოიჩინა მაშინ, როდესაც ეს ისჯებოდა!
მეორე მხრივ, ხალხი უდიდესი ცინიზმის და შეურაცხყოფის მომსწრე ხდება, როდესაც ნაც.მოძრაობის რეჟიმზე ლაპარაკობენ კრებითი ზარდიაშვილ-მდინარაძე-მურუსიძეები… ამაზრზენი და გულისამრევია ეს უნიჭო ფარისევლობა, ეს არაბუნებრივი, ვითომ გაბრაზებული კაცის ემოცია იმისგან, ვინც ძალადობრივი რეჟიმის მოხალისე მსახური იყო, ვინც მწვერვალებამდე ვერ მოასწრო მიღწევა, თორემ არც ერთ ჯალათს არ ჩამოუვარდებოდა! ვინც სკამზე თუ მაგიდაზე ფეხზე დამდგარი ვანოს და ადეს სადღეგრძელოებით ელაქუცებოდა!!!
ეეჰ… ამ გარემოში ხომ ყველაფერი გაუფასურდა, აიზილა და აღრევა მოხდა…
“ვიღაც” ამით მზაკვრულად ცდილობს გადაწეროს ისტორია, წაშალოს მორალური ზღვარი, დაუკარგოს ფასი ბრძოლას და თავდადებას!
ეს ორივე მხარეს აწყობს, ქართულ ოცნებასაც და ევრო-ნაცებსაც…
იქ, სადაც არ არის მორალი და ზნეობა, ერთადერთი იარაღი ფულია, ყველაფერი იყიდება და თან ძალიან იაფად!“ – წერს ვატო შაქარიშვილი.