ხაშურში 60 წლამდე ქალი მოკლული იპოვეს

ხაშურში, 60 წლამდე ქალი, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ცხედარი, თავდაპირველად, შვილმა ნახა. ქალს ჭრილობა ყელის არეში ჰქონდა მიყენებული.
მეზობლები ერთ-ერთ ვერსიად, ოჯახურ კონფლიქტს ასახელებენ. მათი თქმით, სახლიდან ხშირად ისმოდა ჩხუბის ხმა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ქალი სახლში რძალსა და კიდევ ერთ მამაკაცთან ერთად ცხოვრობდა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.