ხულოს მუნიციპალიტეტის მერია, ყოველი კვირის ერთ დღეს მოსახლეობასთან შეხვედრებს დაუთმობს

ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის, ვახტანგ ბერიძის ინიციატივით, კვირაში ერთი დღე მოსახლეობასთან გასვლითი შეხვედრებისთვის გამოიყო.

„დღეს ვახტანგ ბერიძემ საკრებულოს თავმჯდომარესთან, ჯუმბერ დიმიტრაძესთან ერთად თხილვანის, ხიხაძირის, ფუშრუკაულისა და სხალთის ადმინისტრაციულ ცენტრებში, აგრეთვე, სოფელ კვატიაში მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა მოსახლეობასთან სოფლებში არსებულ პრობლემებსა და მათი ერთობლივად გადაჭრის გზებზე ისაუბრეს“, – აცხადებენ მერიაში.
ვახტანგ ბერიძემ მოსახლეობათან შეხვედრებისას გამოთქვა მზადყოფნა წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირებების შესრულებისათვის. მისი თქმით, ის მზადაა, არსებული ყველა გამოწვევა გუნდსა და ხალხთან ერთად დაძლიოს.