1 ივლისის 24:00 საათიდან 2 ივლისის 12:00 საათამდე, ავტოტრანსპორტით მოძრაობა აიკრძალება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ევროპის მოედანზე, შპს “თბილსერვის ჯგუფის” მიერ დაგეგმილი ღონისძიების გამო, 1 ივლისის 24:00 საათიდან 2 ივლისის 12:00 საათამდე, ავტოტრანსპორტით მოძრაობა აიკრძალება.
„მოძრაობა ასევე აკრძალული იქნება: – ვახტანგ გორგასლის ქუჩიდან მეტეხის ხიდის გავლით, ევროპის მოედნის მიმართულებით; – მეტეხის ქუჩიდან ევროპის მოედნისა და მეტეხის ხიდის გავლით, ვახტანგ გორგასალის და კოტე აფხაზის ყოფილი ლესელიძის ქუჩის მიმართულებით. 2 ივლისის 09:00 საათამდე მოძრაობა დაშვებული იქნება მხოლოდ ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროდან (მტკვრის მარცხენა სანაპირო) მეტეხის გვირაბის პანდუსის გავლით, მარცხნივ ჩამსვლელი გვირაბის ან ღვინის აღმართის მიმართულებით (წრიული მოძრაობა დაკეტილი იქნება). 9 საათის შემდეგ კი ამ მიმართულებებზეც აიკრძალება ავტოტრანსპორტით გადაადგილება. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები დაარეგულირებენ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.