11 თვეში, რაჭა-ლეჩხუმში უკვე 30 მიტოვებული სახლი გაიყიდა

ბიზნესპრესნიუსთან“ „დაკარგული სამოთხის“ იდეის ავტორის ლექსო ჩარკვიანის განცხადებით, სურვილი აქვს, რომ წამოწყებამ საქართველოს ყველა რეგიონი მოიცვას, თუმცა ენთუზიაზმზე სოფლების გამოცოცხლება არავის უნდა.

ლექსო ჩარკვიანი სოფლებში მიტოვებულ სახლებს ეძებს და მათ „გაცოცხლებას“ ამავე სახელწოდების Facebook-ის გვერდის საშუალებით ცდილობს. სახლებთან დაკავშირებით საკონტაქტო ინფორმაციას საჯარო რეესტრის საშუალებით აგროვებს, მათ მოსანახულებლად კი საკუთარი ხარჯებით ჩადის. იმ შემთხვევაში, თუ მესაკუთრეს სახლის გაყიდვის სურვილი აღმოაჩნდება, ფოტოებს
სოციალურ ქსელში ტვირთავს, დანარჩენს მეპატრონე და მყიდველი თავად აგვარებენ.