„12 დღეა ქვეყანას აჩანაგებინებთ ადამიანებს, რომლებსაც რუსი, ყაზახი და ლატვიელი ვერ გაურჩევიათ ერთმანეთისგან!“

სოციალური ქსელის მომხმარებელი მაია დვალიძე „ქართულ ოცნებას“ მიმართავს:

„ქართული ოცნება / Georgian Dream
უკვე 12 დღეა ქვეყანა ხელოვნურ ქაოსშია, პირველ რიგში თქვენი დამსახურებით!!!

უვიცობით თუ სპეციალურად, ეგ უფალთან არკვიეთ მერე..მაგრამ სანამ აქ ხართ, დედამიწაზე, მითხარით, როდემდე უნდა გითმინოთ ხალხმა და რამდენი?!

პირველ ფოტოზე ხედავთ სრულ სახეს და სულიერ მდგომარეობას ადამიანებისას, რომლის მოთხოვნებს ასე ყურადღებით უსმენთ და დაბეჯითებით ასრულებთ. რომელთაც არც მეტი, არც ნაკლები, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრის ამბიციაც კი გაუჩინეთ, თითქოს რუსეთს რომ ანადგურებდნენ რუსთაველზე წივილით, ეგ არ ეყოფოდათ..

12 დღეა ქვეყანას აჩანაგებინებთ ადამიანებს, რომლებსაც რუსი, ყაზახი და ლატვიელი ვერ გაურჩევიათ ერთმანეთისგან! ველურებივით ხან ვის ეცემიან ქუჩებში, ხან ვის.. აღმაშენებლის გამზირის გაწმენდის და აღების სურვილი არ აქვთ, პირდაპირ მოსკოვი უნდათ..

ეს სრული მარაზმი ისეთი დონის სირცხვილია, ამ თქვენგან ფეხქვეშგათელილ რეპუტაციას რა აღადგენს არ კი ვიცი..
ეს აგიღწერეთ, თუ ვის ჭკუაზე დადიხართ, რაც ჩემზე უკეთაც იცით, მაგრამ აბა, აქეთაც მოგვხედეთ!!!
მოგვისმინეთ ნორმალურ ხალხსაც!

მთელი 7 წელი ნაცებზე ნაკლები ზიანი არ მიგიყენებიათ ქვეყნისთვის და უცოცხობას ნუ გვამადლით, ძალიან გთხოვთ!

მაგ ცოცხის ავტორები და ხელში დამჭერები გიზიან გვერდით ზუსტად და სასათბურე პირობებში სწორედაც თქვენ გყავთ!

მე მაინტერესებს, რა პასუხს გასცემთ ჩემ მეგობარს, 6 შვილის მამას, რომელიც 5 ვაჟკაცს უზრდის ქვეყანას და მალე უკვე 7 შვილის მამა გახდება!

რა პასუხს ცემთ მას, რომელმაც გაზაფხულზე ბანკის ვალი აიღო, რომ როგორმე თავის მრავალსულიანი ოჯახისთვის შემოსავალი მოეტანა და პატარა კოტეჯი ააშენა ტურისტული სეზონისთვის???

რა ქნას ამ ადამიანმა, როგორ გადაიხადოს ბანკის ვალი, როგორ გამოკვებოს თავის, მალე უკვე 7 შვილი?
რა მომავალი ელის მის ცოლ-შვილს?

იქნებ მისთვისაც მოგესმინათ?! ამათსავით ჩლუნგი და აწამლული კი არაა, ძალიან გონიერი და განათლებული ადამიანია!

იქნებ მისთვის და მისნაირებისთვისაც გეკითხათ სახელმწიფო პოლიტიკის თუ ეკონომიკის მოწყობის გზები?
მიპასუხეთ, რა ქნას ამ ადამიანმა???

გგონიათ, მხოლოდ რუსებმა დატოვეს საქართველო? არა!!! ამ ვაკჰანალიით შეწუხებულებმა და სხვათაშორის შეშინებულებმაც, ამერიკელმა და ევროპელმა ტურისტებმა გაასწრეს რუსებს!

ერთადერთი, ვინც ამ არეულობით სარგებლობს, ისევ არაბეთის ქვეყნებია.. და ესეც ჩემზე უკეთ იცით!“

წყარო: alia.ge