12 მაისს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე აღინიშნება

წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღესთან ერთად, დღეს, 12 მაისს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე – იმედის დღე აღინიშნება.

პარლამენტმა „შრომის კოდექსში“ მომზადებული ცვლილებები რამდენიმე დღის წინ დაამტკიცა, რომლის გათვალისწინებით, წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღესთან ერთად, 12 მაისი – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე – იმედის დღე იქნება.

12 მაისს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე აღინიშნება, რის გამოც ეს დღე უქმედ უკვე გამოცხადებულია.

წმინდა სინოდმა გასული წლის დეკემბერში მიიღო გადაწყვეტილება, რომ 12 მაისი საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღედ დადგენილიყო და ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადებულიყო. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ა.წ. აპრილის დასაწყისში განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტს წარედგინებოდა ინიციატივა, რათა დაჩქარებული წესით მიეღოთ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც, 12 მაისი, რომელიც წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღეა, ასევე დადგენილიყო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ.