14 მაისს დედამიწაზე, უძლიერესი მაგნიტური ქარიშხალი დაფიქსირდა

 

„РИА Новости“ აცხადებს, რომ გუშინ დედამიწაზე, ბოლო ორი წლის განმავლობაში, ყველაზე ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი დაფიქსირდა.

მზის რენტგენული ასტრონომიის მეცნიერ-თანამშრომელმა სერგეი ბოგაჩოვმა დააზუსტა, რომ ეს მზის აქტივობასთან არის დაკავშირებული.

მისი განმარტებით, ეს ქარიშხალი, არსებული ხუთსაფეხურიანი შკალიდან, მესამე დონის არის. მეხუთე დონის ქარიშხლები კი, 10-20 წელიწადში ერთხელ ხდება.

მაგნიტური ქარიშხლის აქტივობა, 14 მაისის, დაახლოებით დილის 6 საათიდან დაიწყო და დედამიწის მაგნიტური ველის ნორმირება, მხოლოდ ღამის საათებში მოხერხდა.